ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მორიგი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საგვიჩიოში ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 180 000 ლარია.

„ჭალადიდში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება და ეზოებთან მისასვლელები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

საგვიჩიოში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

საგვიჩიოსა და ჭალადიდში ამორტიზებული გზების რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე ახორციელებს.

შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია