შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დონორების მხრიდან ყრუ კედელს ვაწყდებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია ხარჯებს მალავს

სამწუხაროდ, დონორების მხრიდან ყრუ კედელს ვაწყდებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია მალავს, რაში ხარჯავს ის თანხებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული“.

„ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი „ენჯეოების“ დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ვნახეთ აღიარება, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში. კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში არ სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს. ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული. ასე რომ, ეს ფაქტები, ჩვენთვის შემთხვევით ხდება ხოლმე ცნობილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯაროონ თავისი დაფინანსება, ვინაიდან, ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია