ბექა ლილუაშვილი - ყველა ცდილობს სპეკულაციას - გამოსავალი მარტივია: ჩვენი ემიგრაციისთვის გავაკეთოთ, მაგალითად, ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები შეძლებენ პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებში

ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთმანეთს უნდა ეთანამშრომლებოდნენ და ამ მიმართულებით დგამდნენ ნაბიჯებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ყველა ცდილობს, რომ გვერდი აუქციოს მთავარ საკითხს და იმ ხალხს, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკის ძალიან დიდ ნაწილს საზღვარგარეთ და არა საქართველოში ქმნის.

“ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ემიგრაციისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ყველა ცდილობს, რომ რაღაც სპეკულაციები მოახდინონ ამ ციფრებით. გამოსავალი მარტივია: ჩვენი ემიგრაციისთვის გავაკეთოთ, მაგალითად, ონლაინ რესურსი, სადაც ადამიანები დიდი ხნით შეძლებენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, უნდათ თუ არა მონაწილეობის მიღება არჩევნებზე. ეს რესურსი ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის და დავინახავთ რამდენი ადამიანი, რომელ ქალაქში და რა ინტენსივობით აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, უნდა გაიხსნას ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო უბნები. ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთმანეთს უნდა ეთანამშრომლებოდნენ და ამ მიმართულებით დგამდნენ ნაბიჯებს. სამწუხაროდ, ყველა ცდილობს, რომ გვერდი აუქციოს ამ მთავარ საკითხს და იმ ხალხს, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ძალიან დიდ ნაწილს თავისი შრომით საზღვარგარეთ და არა საქართველოში ქმნიან, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ მონაწილეობაზე იზრუნოს, მათ იგნორირებას უკეთებს”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის