დავით მათიკაშვილი - „თბილისი პრაიდიდან“ გამოჟონილი ინფორმაციაა, რომ მზაკვრული მცდელობა იქნება იმისა, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტი ანტიევროპულად შეაფასონ, თუმცა ამ გეგმას რეალიზება არ უწერია

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა დავიცვათ ამ ფსევდოპროპაგანდისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, რომელიც შემდეგ კვირაში დაინიცირდება.

მათიკაშვილის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ეს ის პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია.

“ოპოზიციას ძალიან ეშინია ამ კანონპროექტის და საზოგადოების რისხვის. ისინი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამ თემაზე ვერ დაელაპარაკებიან. საზოგადოებას კი არა, საკუთარ აზრსაც კი ვერ გამოთქვამენ ამ თემაზე. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დავალების მიმცემებთან, პატრონებთან აქვთ თავისი ანგარიშები, ამიტომ "თბილისი პრაიდიდან" გამოჟონილი ინფორმაციაა, რომ მზაკვრული მცდელობა იქნება იმისა, ეს კანონპროექტი ანტიევროპულად შეაფასონ, რა თქმა უნდა, ამ გეგმას რეალიზება არ უწერია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ლგბტ პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ეს ის პრობლემაა, რომელიც არამხოლოდ საქართველოშია, არამედ მთელ მსოფლიოშია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა დავიცვათ ამ ფსევდოპროპაგანდისგან. რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ყველა პირის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს კანონპროექტი იქნება კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონპროექტი ორშაბათს იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პროცესი დისკუსიისთვის და საზოგადოების ჩართულობისთვის ღია იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს