გიორგი ვაშაძე ილია დარჩიაშვილს - მინდა გკითხოთ, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? - ვინ იცის, რისთვის სჭირდება გაჭირვებაში მყოფ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვა, მაგრამ არ არეგისტრირებთ და ამბობთ, რომ თქვენთვის ეს პრიორიტეტი არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა მთავარი კითხვა, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს არ არეგისტრირებს.

„800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არ აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ, ოჯახს ვერ არჩენენ. წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვონ და აქ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში. ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება. ადამიანები შვილებს ტოვებენ და ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან. ბებია-ბაბუა ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ, ახლა მათი შვილები მიდიან ემიგრაციაში. მინდა გკითხოთ, რას ერჩით ამ ემიგრანტებს? ადამიანები, რომლებიც საკონსულოში მოგმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე და თქვენი საკონსულოები მათ არ არეგისტრირებენ. მაგალითად, ხელში მაქვს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა ნიუ-იორკის საკონსულოსთან დაკავშირებით. 52-მა ადამიანმა მიმართა ნიუ-იორკის საკონსულოს რეგისტრაციისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ადამიანები საზღვარგარეთ უკიდურესი გაჭირვების გამო მიდიან და ხელისუფლება მათ პირიქით, ისედაც მძიმე გარემოს უმძიმებს.

„ვინ იცის, რისთვის სჭირდება გაჭირვებაში მყოფ ჩვენს ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვა იმ ქვეყანაში, სადაც ის დროებით ცხოვრობს, მაგრამ თქვენ არ არეგისტრირებთ და ამბობთ, რომ არ არის თქვენთვის პრიორიტეტი“, - განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის ამ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო