თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს - მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც „ცოცხალი ტროლების“ როლს ასრულებდნენ დღეს, პარლამენტის დარბაზში, რატომ არ აძევებთ? - თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება

მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც „ცოცხალი ტროლების“ როლს ასრულებდნენ დღეს ამ დარბაზში, რატომ არ აძევებთ? - თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის გამოსვლის დროს, ვაშაძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ის პლენარულ სხდომათა დარბაზში ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება.

„ბატონო შალვა [პაპუაშვილი], თქვენ რომ ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებით ამ დარბაზში, ვიცით. ჩვენ რომ დარბაზიდან გვაძევებთ ხოლმე კრიტიკული პოზიციების გამო, მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც "ცოცხალი ტროლების" როლს ასრულებდნენ დღეს ამ დარბაზში და ღია პროვოკაციას აწყობდნენ, რატომ არ აძევებთ? ასევე გეტყვით, რომ თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირდაპირდნენ და მას „მოღალატე“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდეს. ვაშაძის წინააღმდეგ რეპლიკებით ყველაზე მეტად „ხალხის ხმის“ დეპუტატები აქტიურობდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო, რომელმაც ვაშაძისგან მოითხოვა პასუხი, თუ რატომ არ მოაწერა ხელი ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება