დავით მათიკაშვილი ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს, გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით

ამ განცხადებაში შეინიშნება მუქარის ტონი. „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვს. გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ნოდარ ხარშილაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე. დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი დაფინანსება არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს ემსახურება.

„რაც შეეხება მათ დამფინანსებლებს, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ და გაიგონ, რომ ის თანხები, რომელიც მათივე ქვეყნის გადასახადის გადამხდელის მიერ გაიღება არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ხმარდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების დესტრუქციულ სურვილებს - ქვეყანაში რადიკალიზაციის გაზრდის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება