მამუკა მდინარაძე - ვაშაძე რომ ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა, ისეთი ტყუილები ილაპარაკა -  თაღლითობის ეს ხარისხი ხაზარაძეს და მის პარტიასაც კი გაუკვირდება

ისინი [ოპოზიცია] ყოველთვის ოკუპანტის საქმეს აკეთებდნენ და ყოველთვის პოზიციონირებდნენ, როგორც პროდასავლელები - წარმოუდგენელია ტყუილის, პოპულიზმის და რასაც კადრულობენ იმის ხარისხი. [გიორგი] ვაშაძე ხომ ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა, ისეთი ტყუილები ილაპარაკა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, მას აღარ ეგულება ადამიანი, რომელიც „ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს“.

„ისინი [ოპოზიცია] ყოველთვის ოკუპანტის საქმეს აკეთებდნენ და ყოველთვის პოზიციონირებდნენ როგორც პროდასავლელები. ამას მოჰყვა ინციდენტი პარლამენტში. ამას მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება. აუცილებლად უნდა ვთქვა ემიგრაციის თემაზე. წარმოუდგენელ ტყუილებს კადრულობენ. თაღლითობის ეს ხარისხი ხაზარაძეს და მის პარტიასაც კი გაუკვირდება. არ არსებობს, ერთი ადამიანი ვერ იქნება, რომელსაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, ეკუთვნის მას, რომ აიყვანონ საკონსულო აღრიცხვაზე და ამ ადამიანს უარი უთხრან. წარმოუდგენელია. სულ რომ სუბიექტურად რაღაც საშინელი მიზნები გვქონდეს, რამდენიმე ათეულ ან ასეულ ადამიანზე შეიძლება იყოს საუბარი. სუბიექტური ბოროტი ზრახვის შემთხვევაშიც კი, მოტივაცია არ არის ამის. მაგრამ ერთი ადამიანი, რომელსაც დოკუმენტები წესრიგში აქვს, ვერ იქნება. 800 ათასიდან ჯერ ხატია დეკანოიძე ჩამოვიდა დღეს 87 ათასზე, ისიც ვერ თქვა, ვერ დაალაგა რამდენზეა საუბარი. ახლა ჩამოვიდნენ 52 მოქალაქის პრობლემაზე. ერთი მოქალაქის პრობლემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ემიგრანტის პრობლემა, თუკი ასეთი მართლა არსებობს და უამრავია, ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელია ტყუილის და რასაც კადრულობენ იმის ხარისხი, პოპულიზმის ხარისხი. ვაშაძე ხომ ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა, ისეთი ტყუილები ილაპარაკა. ეს ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ და ვამხილოთ ამ უმდაბიოეს ტყუილებში. აღარ მეგულება ადამიანი საქართველოში, გულწრფელად, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს და ვისთვის აკეთებ ამას? ვიღაცას ეპრანჭებიან, თავიან პატრონებს, როგორც ჩანს. ასრულებენ უბრალოდ დავალებას, სხვა გზა აღარ აქვთ. აღარ მეგულება ადამიანი, რომელმაც 800 ათასი, 87 ათასი და 52 ამ ციფრებში განსხვავება ვერ ნახოს. გასაგებია, ვიღაც მხარდამჭერები ჰყავთ, მესმის მათიც, მაგრამ წარმოუდგენელია, როგორ ბინძურად იყენებენ ემიგრანტების საკითხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, მიიღო თუ არა პასუხი გიორგი ვაშაძისგან, რომელ ემიგრანტს არ გაეწია შესაბამისი დახმარება საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „არა, რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ“.

„არა, რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ. ერთი ადამიანი ვერ დაასახელა და ვერც დაასახელებს ობიექტურად, თორემ შეიძლება მისი გულმხურვალე მომხრე გამოჩნდეს და რაღაცას ფიქრობენ, აქეთ-იქით რეკავენ, ვინ წარმოადგინონ, რომ ეკუთვნოდა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და არ აიყვანეს. ახლა გამწარებულები რეკავენ, დადიან აქეთ-იქით. აგერ, 52 ადამიანი, სტატისტიკები გაუკეთებია, დიაგრამები გაულურჯებია, ხომ შეიძლება ერთი ამოიკითხო იქიდან. მე რომ ვყოფილიყავი, პირველივე გვარს წავიკითხავდი, რად უნდა ამას ბევრი ამბავი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდეს.

ვაშაძის წინააღმდეგ რეპლიკებით ყველაზე მეტად „ხალხის ძალის“ დეპუტატები აქტიურობდნენ. საარჩევნოდ უცხოეთში მყოფი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თემაზე გიორგი ვაშაძემ ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო