„სელფისა“ და „ალდაგს“ შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

ქართული მობილური ოპერატორი „სელფი“, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, „ალდაგთან“ რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს.

„ალდაგის“ ინფორმაციით, კომპანიის სრული ქონება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით კომპანიის საკუთრებაში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებს, ანძებს, მიწისქვეშა ტექნოლოგიებს, შენობებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, „ალდაგში“ ინდივიდუალური პირობებით იქნება დაზღვეული.

მათივე ცნობით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სრულად მოერგო „სელფის“ ინტერესებსა და საჭიროებებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ტექნიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე.

„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ. დღეიდან სელფის სრული ქსელი და ამავდროულად სათავო ოფისი, ტექნიკისა და სერვერების ჩათვლით დაზღვეული იქნება შესაძლო რისკებისგან. დაზღვეული იქნება როგორც ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონება და ტექნიკა, როგორიცაა ხანძარი, სტიქია და ა.შ. ისე ბიზნესის უწყვეტობა და მესამე პირის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. მოხარული ვართ, როდესაც მსხვილი კომპანია კარგად იაზრებს რისკების 360-გრადუსით დაზღვევის საჭიროებას და ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომსახურების პროცესში,“- აცხადებს „ალდაგის“ კორპორატიული დაზღვევის დირექტორი თამარ ჭკადუა.

„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ქვეყანაში კორპორატიულ და საცალო ბაზარზე ქონების რისკების დაზღვევის წამყვან კომპანიასთან. ალდაგთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს საიმედოდ დავაზღვიოთ კომპანიის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი რისკები და მივიღოთ სრულიად ჩვენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი. ყველა საკვანძო მიმართულებით სელფი თანამშრომლობს მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე წამყვან კომპანიებთან. დღეს მათ რიცხვს უერთდება საერთაშორისო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანია, რაც სელფის კიდევ უფრო მოქნილს და სანდოს გახდის მის საქმიანობაში,“- აცხადებს „სელფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ჭედია.

“სელფი”, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს.

კომპანია „ალდაგი“ კი კორპორატიული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია