ლევან ანთაძე - ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო - სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის?

ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო - სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს;

ლევან ანთაძის განცხადებით - „ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო - სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? ამ კითხვებს უნდა უპასუხოს ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ. ქართველი ხალხი კი 2024 წელს აუცილებლად ჩამოაშორებს ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მართვის სადავეებს”, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

რეზო ხარაზის განცხადებით -„საქართველოში არ არის სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენგანის ოჯახებზე, ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ამოცანაა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან, თავიანთ სახლებში, თავიანთ ოჯახებში. მათ აქ უნდა ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თავიანთ ოჯახებში უნდა იყვნენ და ყოველ დილა-საღამოს არ უნდა უწევდეთ საზღვრის კვეთა სამსახურისთვის. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია და ამას გავაკეთებთ ახლაც“ - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს