მამუკა მდინარაძე - საქართველოში უფრო კრიტიკულად უდგებიან ხელისუფლებას, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, მაგრამ არ გვწყინს, იყოს ასე - ჩვენ არჩევნების ტესტსაც ძალიან მაგრად ჩავაბარებთ და ამ პუნქტსაც მწვანედ მოვნიშნავთ, რაც არ უნდა აშავოთ ცესკო, ვერაფერს მოუხერხებთ

როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ - არა, ეს გარკვეული ტენდენციაა - არჩევნების ტესტსაც ძალიან მაგრად ჩავაბარებთ, გარანტიას გაძლევთ ამის, ამ პუნქტსაც მოვნიშნავთ მწვანედ. ცესკო რაც არ უნდა აშავოთ, ვერაფერს მოუხერხებთ, იმდენად დემოკრატიული არჩევნები გვექნება. ამის შემდეგ, თუ ვიღაცას აზრიც კი გაუჩნდება, რომ მოლაპარაკება სხვას გაეხსნას და საქართველოს არა, ეს იქნება უფრო უსამართლო გადაწყვეტილება, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და კანდიდატის სტატუსი არა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ხერხდება ხოლმე, რომ საქართველოში უფრო კრიტიკულად მიუდგნენ ხელისუფლებას, ვიდრე უკრაინაში“.

„უფრო შეაქეს მოლდოვა და უკრაინა, რომელიც საქართველოზე უკან არიან რეფორმებით და ისევ არ შეაქეს საქართველო. თქვეს, რომ პროგრესი მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ - არა, ეს გარკვეული ტენდენციაა. ამას საკუთარი საფუძვლები აქვს და ზუსტად იგივე საფუძვლები აქვს, რასაც თქვენ ახლა გაიფიქრებთ, როდესაც მე საფუძვლად დავასახელებ იმას, როდესაც წელიწად ნახევრის წინ კანდიდატის სტატუსი წინ მყოფ ქვეყანას არ მიენიჭა. იგივე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ჩვენ არ გვწყინს. ჩვენ მიმართ უფრო კრიტიკული მიდგომა გასაგებია, მივიღებთ. უკრაინა ომშია, გასაგებია. მათ ე.წ „ფორა“, ბონუსი უნდა ჰქონდეს. არ გვწყინს გულწრფელად, გინდ დაიჯერეთ გინდ არა. უკრაინა საომარ მდგომარეობაში რომ არ იყოს, კორუფციის ხარისხზე, დემოკრატიის ინდექსზე, უფლებებზე, ტელევიზიებზე, მედიებზე, ცალ-ცალკე ვილაპარაკებდი. დღეს ამაზე საუბარი არ მინდა. მოლდოვაზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ შედარებითი თუ არის ყველაფერი, შედარებასაც ვერ გააკეთებთ, იმდენად წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ხერხდება ხოლმე, რომ საქართველოში უფრო კრიტიკულად მიუდგნენ ხელისუფლებას, ვიდრე უკრაინაში. კარგია, არ გვწყინს, იყოს ასე. მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას საფრთხე შეექმნება თუ სუბიექტური, არასამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება გამოვა, რომელიც საქართველოს დაჩაგრავს. ჩვენ არჩევნების ტესტსაც ძალიან მაგრად ჩავაბარებთ, გარანტიას გაძლევთ ამის, ამ პუნქტსაც მოვნიშნავთ მწვანედ. ცესკო რაც არ უნდა აშავოთ, ვერაფერს ვერ მოუხერხებთ, იმდენად დემოკრატიული არჩევნები გვექნება. ამის შემდეგ, თუ ვიღაცას აზრიც კი გაუჩნდება, რომ მოლაპარაკება სხვას გაეხსნას და საქართველოს არა, ეს იქნება უფრო უსამართლო გადაწყვეტილება, ვიდრე როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და კანდიდატის სტატუსი არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს“. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპული საბჭო მომავალ შეხვედრაზე შიდა რეფორმებს განიხილავს, რათა მიიღოს დასკვნები მომავალი მუშაობის საგზაო რუკის შესახებ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა