ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ფულის გლობალური კვირეული” იმართება

ფულის გლობალური კვირეული დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კვირეული 2012 წლიდან იმართება, ხოლო 2014 წლიდან მასში საქართველოცაა ჩართული. პროექტი საქართველოში ეროვნული ბანკის კოორდინირებით ხორციელდება, საქართველოს ბანკი კი ღონისძიებაში წელსაც მონაწილეობს.

„საქართველოს ბანკი“ მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაცია sCoolApp-ი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსურ განათლებას. ასევე, USAID და PH International-თან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა „ფინანსური განათლება სკოლებში“, ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადა, King’s-ის ოლიმპიადა ფინანსურ განათლებაზე და ბლოგების სერია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

და მაინც - რა არის ფულის გლობალური კვირეული?

სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები ფინანსური კეთილდღეობისთვის

ფულის გლობალური კვირეულის ორგანიზატორი ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელია (OECD/INFE). პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია კი მოზარდები და ახალგაზრდები არიან, მისი მისია ბენეფიციარებისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია, ეს უნარები, დამოკიდებულებები და ქცევები ადრეული ასაკიდანვე გამომუშავდეს, რათა მომავალში ადამიანებმა სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ფულის გლობალური კვირეულის სლოგანია „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“. ეს ფრაზა თავდაპირველად 2017 წლის ღონისძიებისთვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი მთელ პროექტზე განზოგადდა. ის კვირეულის მისიას ზედმიწევნით გადმოსცემს: რომ მოზარდებმა არა მხოლოდ ფულთან ურთიერთობა ისწავლონ, არამედ საკუთარი მომავლისთვის ფინანსების დაზოგვა და გამომუშავებაც შეძლონ. ამ მიზნით, ყველა ქვეყანაში მონაწილე ორგანიზაციები გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს.

გასულ წელს საქართველოდან კვირეულში 120 ორგანიზაცია ჩაერთო, პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობამ კი 3 500 მოზარდი და 300 ზრდასრული შეადგინა. ჯამში პროექტის წვდომამ ქვეყნის მასშტაბით 1,5 მილიონს მიაღწია, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 120 მილიონია.

ფულის გლობალური კვირეული 2024

წლევანდელი კვირეულის თემაა „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“. წელს პროექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება პირადი ფინანსების მართვის პასუხისმგებლობაზე და პოტენციურ საფრთხეებზე.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის კვირეულის მთავარი საკითხებია: ფულის უსაფრთხო მართვა, პირადი ფინანსებისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა, ინფორმირებულობა, კიბერ-საფრთხეები, მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რისკები და ფინანსური თაღლითობა. ამ თემებზე ახალგაზრდებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ხშირად მოიხმარენ ციფრულ სერვისებს და დიდია ალბათობა, რომ თაღლითობის სამიზნე გახდნენ.

წლევანდელი კვირეული 18 მარტიდან 24 მარტამდე იმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა