არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რა დღეშიც ადამიანები ჩააგდეთ - თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონოდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტში, სადაც „ინტერპელაციის წესით“ საგარეო საქმეთა მინისტრს,ილია დარჩიაშვილს უსმენენ, არჩილ თალაკვაძემ სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის განცხადებებს,რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ.

„რაც შეეხება [ემიგრანტების] არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს საშუალება არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება არის კანონით გარანტირებული და ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. მინდა ვუპასუხო „სტრატეგიას“, რომელიც აქ, „ნიანგის ცრემლებით“ ცრემლებით მოთქვამდა ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით და სამინისტროს ადანაშაულებდა, რომ თითქოს რეგისტრაციებს ბლოკავენო და ა.შ. მინდა პირადად თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100%-ით გაზარდა ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს არჩევნებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს მოქმედმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის"’ ხელისუფლებასთან შედარებით 44%-ით გაზარდა არჩევნებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა საზღვარგარეთ.

„თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს და ვინმე ხელოვნურად უზღუდავთ მათ [ემიგრანტებს] რეგისტრაციას. პირიქით, მინისტრმა მოუწოდა და ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენ თანამემამულეებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ არჩევნების საკითხი, ეს არის უსაფრთხოების და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის საკითხი.ეს მონაცემები მუდმივად სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, ამ მიმართულებით, პირდაპირ გეუბნებით,რომ თქვენ იტყუებით. თქვენ გყოფნით სინდისი და ჩვენ გვადანაშაულებთ, რომ თითქოს საქართველოდან ემიგრაცია გაზარდა ხელისუფლებამ. უბრალოდ, ასეთი უსინდისო განცხადების გაკეთება, პირდაპირ გეტყვით, რომ უსარგებლოა და მაგაზე პასუხს ყოველთვის მიიღებთ რიცხვებით და კონკრეტული ისტორიებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი და უარყოფითი განსხვავება ქვეყნიდან წასულ ადამიანებს და დაბრუნებულთა შორის თქვენ გეკუთვნით და ეს რეკორდი გეკუთვნით თან მაშინ, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ. ჩვენმა 300 000-მდე თანამოქალაქემ გაიარა სასჯელაღსრულების სისტემაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში