ხატია დეკანოიძე - ჩასაბარებელი გვაქვს ტესტი, რაც რეფორმების განხორციელებას უკავშირდება - ამ  ტემპით, მოლაპარაკებების ეტაპზე შეიძლება ვერ გადავიდეთ -  მუდმივი ანტიდასავლური პროპაგანდაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს პროცესს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, აუცილებელია ისეთი რეფორმები განხორციელდეს, როგორიცაა ანტიკორუფციული რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

„საქართველოს ძალიან სერიოზული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, ეს პირველ რიგში, ეხება კანონის უზენაესობას, ანტიკორუფციულ რეფორმებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას. სწორედ დამოუკიდებელი მოსამართლეებისთვის გვჭირდებოდა „ვეტინგის სისტემა“, რომელზეც სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა უარი თქვა.

რაც შეეხება ზოგადად რეფორმებს, არ ვფიქრობ, რომ ამ რეფორმების განხორციელება მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნება. ჩემი სამშობლოსთვის საუკეთესო მინდა, მაგრამ ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ის პროგრესი, რომელზეც მოლდოვის მიმართ ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით დაფიქსირებული არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახლა საქართველოს აქვს ჩასაბარებელი ტესტი, რაც რეფორმების განხორციელებას უკავშირდება.

„ჩემი მოსაზრებით, ამ რეფორმების განხორციელების ტემპით, ჩვენ შეიძლება მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე ვერ გადავიდეთ იმიტომ, რომ კანონის უზენაესობის სტანდარტი არის ძალიან დაბალი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, სხვა ქვეყნებთან მიმართებით შესაძლებელია, ეს პოლიტიკური ნება უფრო არის გამოხატული, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არის. მუდმივი ანტიდასავლური პროპაგანდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს რეფორმების მიმდინარეობის პროცესს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა