ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის.

„მტერი წყვეტს, როდის და სად თავს დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადმირალ რობ ბაუერმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიის ქვეყნებში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთი.

„ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია“, - აღნიშნა ადმირალმა.

მისი თქმით, თანამედროვე ომს ასევე აქვს სხვა განზომილებები, როგორიცაა კიბერსივრცე ან თავდასხმები კოსმოსში და რუსეთს ასევე აქვს გავლენის მოხდენის გზები არქტიკაზე, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში, აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაზე.

"გულუბრყვილობა იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს", - განაცხადა რობ ბაუერმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის შემდეგ რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის პერსპექტივებით ზედმეტად შეშფოთებული არ არის, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომმა დაასუსტა რუსეთი და მისი ჯარების შევსებას და მოდერნიზაციას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფერხებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს