ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ხელისუფლებისთვის დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილია

ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხედვა ასეთია, რომ დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი არიან.

მინისტრის თქმით, მას ექნება შესაძლებლობა უახლოეს ორ თვეში მინისტრის საათის ფარგლებში კვლავ ეწვიოს საკანონმდებლო ორგანოს და კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბროს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, ყოფის შემსუბუქებას და ისეთი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დაბრუნდნენ საქართველოში.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათთან ერთად შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ევროპული ოჯახის ქვეყანა, ეს არის ჩვენი მთავარი ხედვა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

„დიასპორას მივმართავ, რომ თითოეული ქართველი დიპლომატი მზადაა ქართველი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, საკონსულო აღრიცხვაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენ მოვახერხოთ თქვენი დახმარება და იმ მექანიზმების ამოქმედება, რაც თქვენ გჭირდებათ, როდესაც იმყოფებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ", - აღნიშნა მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია