ლევან გოგიჩაიშვილი - სააკაშვილი ცდილობდა, პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მოეკლა ძალადობით და მისი ანალოგიური მემკვიდრეა ივანიშვილი - დღეს განსხვავება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიდგომებში აღარ არის

„საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ და „ქართული ოცნებისგანაც“, ამ პარტიას აქვს გამოკვეთილი იდენტობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სისტემისგან თანაბრად დისტანცირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ყველაზე მთავარი, რაც ამ პარტიამ მოახერხა, არის ის, რომ დიდი წნეხის მიუხედავად შეძლო ის, რომ შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა. ადამიანების წარმოდგენაში ის არის თანაბრად დისტანცირებული „ქართული ოცნებისგანაც“ და „ნაციონალური მოძრაობისგანაც“. პირადად ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის და ასევე როგორც პოლიტიკოსისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სისტემისგან თანაბრად დისტანცირება, მე ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაცია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოში და ქვეყანაში დაბრუნდეს ზოგადად პოლიტიკა.

პოლიტიკა რომ არ არსებობს სისტემიდან გამომდინარეობს. თავის დროზე სააკაშვილი ცდილობდა, რომ პოლიტიკური პროცესი მოეკლა პარლამენტში თავისი ძალადობით და ზუსტად მისი ანალოგიური მემკვიდრეა ივანიშვილი. დღეს ჩემთვის შინაარსობრივი განსხვავება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიდგომებში, თემებში, დამოკიდებულებაში, ტექნოლოგიებში, აღარ არის“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს