ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ. პროგრამებში‘‘ პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) პროექტს – „ქალების მენტორობა ტექ. პროგრამებში‘‘ განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად, მიიღო.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ევროკავშირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით და მისი წარმომადგენლების მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება.

მინისტრმა საუბრისას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ციფრულ სფეროში ქალთა ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სამინისტრო მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანასწორი გარემოს შექმნას და თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობების გამოვლენისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ პროექტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1100 ბენეფიციარი და 320 მენტორი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური მენტორობის პროგრამების განხორციელება, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც პროექტში ჩართულ ქალბატონებს მეწარმეობის უნარების განვითარებისა და კარიერული პერსპექტივების განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემს და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ თვითრეალიზებასა და ქვეყნის განვითარების საქმეში მათი როლის გაძლიერებას.

BTU-ს ფართომასშტაბიანი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში‘‘ მიზნად ისახავს ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ქალთა ჩართულობის ზრდასა და მათთვის თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობას. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული წამყვანი ლიეტუვური ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია – „Women Go Tech“”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში