ბექა ოდიშარია ნოდარ ხარშილაძეზე - ამ უსამშობლო ადამიანს აფინანსებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მოვუწოდებ, მოახდინონ რევიზია, რით არის ეს ადამიანი დაკავებული

მეცოდება ხალხი, რომლებიც ძალიან ვიწრო დიაპაზონისანი არიან. ასეთი ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის მასშტაბებს, რადგან მათთვის ის მხოლოდ საარჩევნო პრიზმაში განიხილება - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა - დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

ბექა ოდიშარიას თქმით, ამ უსამშობლო ადამიანს აფინანსებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მათ შორის არის აშშ-ის საელჩო, თურქეთის კოორდინაციის და თანამშრომლობის სააგენტო (TIKA), პოლონეთის საელჩო, დანიის სპორტის სწავლებათა ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ნატო-საქართველოს წარმომადგენლობა.

ოდიშარია მოუწოდებს მათ, მოახდინონ რევიზია, თუ რით არის ეს ადამიანი დაკავებული და როგორ ბედავს, რომ ემუქრება ადამიანებს და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოღვაწეებს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. ბექა ოდიშარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ასოცირდება 3,5 მილიარდ დოლარის ქველმოქმედებასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასთან, საკულტო ნაგებობების აშენება-გამშვენებასთან, თეატრების, ხელოვნების, სპორტის - ამ ყველაფრის გვერდში დგომასთან.

„რა უნდა გითხრათ ამ ბეჩავი ადამიანის მუქარაზე, ეს ადამიანი ემუქრება ბიძინა ივანიშვილს. მართლაც მეცოდება ხალხი, რომლებიც ძალიან ვიწრო დიაპაზონისანი არიან და შეჩვეულები არიან, რომ ხელისგულიდან პირდაპირ ლოკავენ მათთვის გამოყოფილ მცირედ შეჭამანდს და შესაბამისად, ასეთი ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის მასშტაბებს, რადგან მათთვის ის მხოლოდ განიხილება საარჩევნო პრიზმაში. მე ვეტყოდი მათ - სულ რომ მათი უშნო სიზმრების მიხედვით მართლაცდა მეორედ მოსვლა მოხდეს და „ქართულმა ოცნებამ“ წააგოს არჩევნები ამ უსამშობლოებთან, ვის ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ არჩევნებთან ასოცირდება? ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ასოცირდება 3,5 მილიარდ დოლარის ქველმოქმედებასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასთან, საკულტო ნაგებობების აშენება-გამშვენებასთან, თეატრების, ხელოვნების, სპორტის - ამ ყველაფრის გვერდში დგომასთან, პარტიულობა რა შუაშია და პოლიტიკური "ისტებლიშმენტი"? სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და ქვა ქვაზე არ დარჩეს, ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და დაკავშირებულია ამ სფეროებთან, ბიძინა ივანიშვილს ამ უსამშობლოებს საჯიჯგნად მისცემს? ამ უსამშობლო ადამიანის დაფინანსებას ახორციელებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მათ შორის არის აშშ-ის საელჩო, ჩვენი მეგობარი თურქეთის, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კოორდინაციის და თანამშრომლობის სააგენტო (TIKA), პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, დანიის სპორტის სწავლებათა ინსტიტუტი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ნატო-საქართველოს წარმომადგენლობა. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ან მოახდინონ რევიზია იმისა, თუ რით არის ეს ადამიანი დაკავებული და როგორ ბედავს, რომ ემუქრება ადამიანებს და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოღვაწეებს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, ან გაუკეთონ რევიზია, ან აიღონ პასუხისმგებლობა ამ ადამიანის ასეთი ტიპის ქცევაზე, იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 60% აქტიურად უჭერს მხარს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილს პიროვნულად შეიძლება ბევრად მეტი უჭერდეს, მათ შორის, სახელოვნებო წრეები იქნება, სამეცნიერო, სპორტული საზოგადოება თუ სხვა. შესაბამისად, ეს უსამშობლო კაცი, ეს ვიგინდარა ხარშილაძე როდესაც ბედავს და ამას ახერხებს იმით, რომ არის კარგად ნასაზრდოები და გამოკვებილი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფონდებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, მასზე ფაქტობრივმა პატრონებმა ამ შემთხვევაში, თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებთან პრეტენზია არ მაქვს, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა თუ ალიყურსაც მიიღებდა მათგან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში