პრემიერი - ყველაზე გაუმჭვირვალე, თუ რაიმე სექტორი არსებობს, ე.წ. არასამთავრობო სექტორია - საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ ბუნდოვანების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა ქვეყნის სტაბილურობას პრობლემა არ შეუქმნას

ყველაზე გაუმჭვირვალე, თუ რაიმე სექტორი არსებობს საქართველოში, ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორია - საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას პრობლემა არ შეუქმნას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის ვინ და რისთვის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ყველაზე გაუმჭვირვალე, თუ რაიმე სექტორი არსებობს საქართველოში, ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორია. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, მათი ხარჯები. ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მიუხედავად ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ წარმოადგენს სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, იყო არაერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან. ეს იყო მაგალითად ფრანკლინის კლუბის დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „როდესაც დონორი გარკვეულ ორგანიზაციას აფინანსებს, მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, განცხადებაზე და ეს არის სწორი სტანდარტი“.

„როდესაც კონკრეტული დონორები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების განცხადებებს არ ემიჯნებიან, ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოება არის სათანადოდ ინფორმირებული და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული. ბუნდოვანების მიუხედავად ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პრობლემები ვერ შეექმნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება