ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 170-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 170-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ჯერჯერობით, შეიარაღებულმა ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 170-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, 800-ზე მეტი ეჭვმიტანილი დაკითხეს და უამრავი იარაღი და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე, ცენტრალურ ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად, „ჰამასის“ 15 მებრძოლი დაიღუპა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია 18 მარტს დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს