ვლადიმერ პუტინი - ყველა თავდამსხმელი დაკავებულია, უკრაინის მხარე მათთვის საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა

ყველა თავდამსხმელი დაკავებულია, უკრაინის მხარე მათთვის საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება შემდეგი ითქვას. ტერაქტის ოთხივე უშუალო მონაწილე, ვინც ისროლა და ხალხი მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია. მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარე მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

„რუსეთმა რთული, აუტანელი განსაცდელი არაერთხელ გაიარა, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს ახლაც ასე იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-ს აღწევს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა