მარია ზახაროვა - ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ვისაც „ეყო ჭკუა“, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“

ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც „ეყო ჭკუა“ რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

„ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეყო ჭკუა, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან ქურდს ქუდი ეწვის. ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა მას ისე, როგორც თავისივე თვითმამხილებელი განცხადება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის რეჟიმი ტერაქტში რუსეთს ადანაშაულებს, თეთრმა სახლმა კი მკაცრად დაგმო ბოევიკების ქმედებები. „ისინი ვერც კი შეთანხმდნენ საერთო ვერსიაზე“, - დასძინა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება.

„ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც და ყოველთვის სხვებს აბრალებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის