რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ“, - აცხადებენ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა დესნიანსკის და შევჩენკოს რაიონებში. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.

ამასთან, რუსებმა ლვოვის ოლქს 20-ამდე რაკეტითა და „შაჰედის“ 7 დრონით შეუტიეს, ლვოვის მერის, ანდრეი სადოვისა და ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, ოკუპანტების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია