საია-ს თავმჯდომარე - კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ მიიღო, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა - მნიშვნელოვანია, მოსამართლეები და სხვა აქტორები იყვნენ მომხრე,  სისტემა დაინერგოს

სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს [მოსამართლეთა კონფერენციას] იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთი შეხვედრა იქნება - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ, ჟურნალისტებთან მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

ქურდოვანიძის განმარტებით, კეთილსინდისიერების შემოწმება, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და მნიშვნელოვანი საკითხია.

მისივე თქმით, ამის გარეშე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საქართველო წინ ვერ წავა.

“უნდა ვთქვათ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. უნდა შეეძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთ შეხვედრას ექნება ადგილი. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემა გასაჯანსაღებელია, რომ საკუთარი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ.

კეთილსინდისიერების შემოწმება, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და არის მნიშვნელოვანი საკითხი. ამის გარეშე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საქართველო წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს და მოსამართლეები, ისევე როგორც სხვა აქტორები იყვნენ მომხრე იმისა, რომ ეს სისტემა დაინერგოს. ეს არის გზა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე დღეს სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განიხილავენ.

ასევე, აირჩევენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს/წევრებს, ხმის დამთვლელ კომისიას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრს/წევრებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს/წევრებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში