წალენჯიხაში სატვირთო ავტომობილი კედელს დაეჯახა, დაიღუპა მძღოლი

წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან აღმართულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლი.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა