ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები ძლიერად უნდა მოვიგოთ - „მეორე ფრონტის“ გადმოტანის საფრთხე არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს

მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ, მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭიროა გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება, რათა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს.

„ეს არჩევნები ძლიერად უნდა მოვიგოთ. უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება.

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭიროა გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი