ირაკლი ღარიბაშვილი - მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ზურაბ აზარაშვილს, მე დასამალი არაფერი მაქვს - ასევე, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე „კახური კლანის“ წარმომადგენლად შერაცხეთ, რატომ გშურთ ადამიანების?

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.

მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმატორი კახა ოქრიაშვილი იყო.

„მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგას და მინისტრს, ჩემს მეგობარს ზურაბ აზარაშვილს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ქართველი ხალხის მძარცველი კახა ოქრიაშვილი იყო იმ ადგილზე. მან ჩაიწერა ეს კადრები. ამ კონკრეტული ფაქტის ინფორმატორი იყო. მან გამოიძახა „ტვ პირველის“ მანქანა, რომელიც შევნიშნე და წამოვედი. მე დასამალი არაფერი მაქვს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„გუშინ, ერთ-ერთ სიუჟეტში ჩემი მეგობარი, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე მოიხსენიეთ, რომელიც ხან "კახური კლანის" წარმომადგენლად შერაცხეთ, საერთოდ სად არის კლანი, ამდენი ხანი, რომ საუბრობთ? კაცი 10 წლის წინ იყო მინისტრი. ე.ი. უნარიანი კაცია, მოახერხა. რატომ გშურთ ადამიანების, რატომ ებრძვით წარმატებულ ადამიანებს. რაიმე უკანონო გააკეთა? იგივე ერთ-ერთ ბიზნესმენზე, ნამორაძეზეც საუბრობთ... რას აშავებს ეს კაცი? აშენებს, ხომ არ ანგრევს?

თქვენ ვინც არ გიხდით ფულს, იმ ბიზნესმენებს ესხმით თავს. თავმოყვარე ბიზნესმენი ვინც გადაგიხდით ფულს თქვენზე ამორალური გახდება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე