ანონსი 25 მარტი

25 მარტს, 09:00 საათზე, წალენჯიხის შემდეგ, ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქცია-პერფორმანსს გამართავენ. სპიკერები იქნებიან: მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თემურ ჯანაშია, „ენმ“-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და ბაჩანა შენგელია.

მის: ზუგდიდი, „ენმ“-ის ოფისი

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 000 706

25 მარტს, 11:00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

25 მარტს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში გამართავს ბრიფინგს.

თემა: „ოცნების“ ახალი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში“.

25 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რუსეთში განვითარებული მოვლენები. უკრაინაში მიმდინარე ომი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 მარტს, 11:00 საათზე, საიას თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქმეზე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ამ ფაქტების არაეფექტიან გამოძიებას ეხება, ზედამხედველობის დახურვა მოსთხოვა“.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

25 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

25 მარტს, 11:30 საათზე, ქუთაისის პარლამენტთან, წალენჯიხიდან წამოსული მანქანების კოლონა გაჩერდება და გაიმართება აქცია-პერფორმანსი. სპიკერები: ლევან ხაბეიშვილი, თემურ ცამციშვილი, ხათუნა არველაძე, ბონდო თედორაძე

მის: ქ. ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 000 706

25 მარტს, 11:30 საათზე, ქუთაისის პარლამენტთან, წალენჯიხიდან წამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

სპიკერები იქნებიან: თემურ ცამციშვილი, ხათუნა არველაძე, ბონდო თედორაძე

მის: ქუთაისის პარლამენტი

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 000 706

25 მარტს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბება და მიმართავს, ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, მოთხოვნით - "შეხვდეს, დააპრიორიტეტოს ონკოპაციენტების სიცოცხლე და სასრაფოდ გამოასწოროს ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები „მინდა ვიცოცხლო“ ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“.

საკონტაქტო: გვანცა აფხაიძე - 571 07 00 77

25 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

25 მარტს, 14:30 საათზე, გორში წერეთლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცია-პერფორმანსი გამართავს და შეუერთდება წალენჯიხიდან წამოსულ მანქანების კოლონას. სპიკერები იქნებიან: პეტრე ცისკარიშვილი, ანო ბალიაშვილი, ბექა ქორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე.

მის: ქ. გორი, წერეთლის ქუჩა

საკონტაქტო: ანო ბალიაშვილი - 595 309 620

15 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

25 მარტს, 16:30 საათზე, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აქცია-პერფორმანს გამართავენ, რომელსაც წალენჯიხიდან შეუერთდება მანქანების კოლონა და სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს მიუტანენ. სპიკერები: ზაზა გოგავა, სოფო ჯაფარიძე, გია ხარჩილავა და ბაჩანა შენგელია

მის: ათონელის #25

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

25 მარტს, 19:00 საათზე, სტენფორდის უნივერსიტეტი (CDDRL), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან ერთად, Night Owl სესიის ფარგლებში საჯარო დისკუსიას პროფესორ ფრენსის ფუკუიამასა და პროფესორ ერიკ ჯენსენს შორის თემაზე - „აშშ და გლობალური დემოკრატია“ გამართავს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო