CNN - ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის.

CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც „ჰამასი“ და ისრაელი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

CNN-ის ანალიტიკოსის შეფასებით, „ჰამასის“ პასუხს, შესაძლოა, ერთიდან სამ დღემდე დასჭირდეს.

CNN-ს დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ რჩება გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და ისრაელელი სამხედროების განლაგება ღაზაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს