მედია - რუსეთში ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ორი ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა, - ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა.

ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა 330 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები - ტიხორეცკაია და როსტოვსკაია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა