აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის შექმნისა და სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების მიზნით, აზერბაიჯანის 1988 წელს დაბადებული მოქალაქე, ბაჰრუზ ასკაროვი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში, სხვა პირებთან თანამშრომლობით ემზადებოდა ტერორისტული აქტების ჩასადენად, რომლებიც მოჰყვებოდა ადამიანების სიკვდილი და სხვა სოციალურად საშიში შედეგები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პირები ჩართო საიდუმლო კომუნიკაციაში და მისცა მათ მითითებები, მოეწყოთ ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მკვლელობის მცდელობა. ასევე დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა მასთან კონტაქტში მყოფ პირებს დაავალა უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა, რომელიც აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

ამასთან, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების მოწყობას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირების მონაწილეობით, რომლებთანაც ის კონტაქტში იყო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მან ეს ვერ შეძლო.

კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჰრუზ ასკაროვი დააკავეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დააკისრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში