ლევან ხაბეიშვილი - 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მოისმინოს ხალხის ხმა და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი. საქართველოს მოქალაქემ კარგად ნახა ის გმირული მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ცვლილებები, შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოქალაქისადმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას დაბალი ანაზღაურების, უმუშევრობის, გაჭირვების, ფასების გაძვირების გამო და ყველას უნახავს თუ როგორ შეუძლია ჭაობიდან გამოყვანა ამ ქვეყნის პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ერთხელ მან უკვე გააკეთა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ის გმირობა, რომელიც ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილმა, როცა მან საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება გადადო საკუთარი ქვეყნისთვის, ამიტომაც არის, რომ 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ამიტომაც არის, რომ ასი ათასობით ადამიანია, ვისაც უნდა ღიად გამოხატოს მისი მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილება იმისთვის, რომ ყველა ოჯახში იყოს კეთილდღეობა და არ ჰქონდეს მხოლოდ ერთეულებს, როგორც დღეს ივანიშვილმა მიგვაჩვია. ქუთაისიდან, სადაც ყველაზე დიდია ფაქტობრივად ემიგრაცია და ქუთაისელებმა ძალიან კარგად იციან როგორ დაიცალა ქუთაისი ქუთაისელებისგან, როგორ გაუნადგურა პერსპექტივა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ქუთაისს, მათ ყველაზე კარგად ესმით თუ როგორი მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჩართულობა დღევანდელ დღეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მოუტანოს ცვლილებები და ეს ცვლილებები სჭირდება ხალხს. თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა, არ შეუშინდა თავისი მონაცემების დაფიქსირებას და 150 ათასზე მეტია ასეთი ადამიანი, მინდა გადავუხადო მადლობა, ასევე ყველა ჩართულ ადამიანს, რომელიც წვიმაში, ქარში აგროვებდა ამ ხელმოწერებს და დღეს ეს ხელმოწერები უკვე ჩავა დედაქალაქში და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება