სოფო ჯაფარიძე - პრეზიდენტ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების არმია დგას, რომლებიც მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან

პრეზიდენტ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების არმია დგას, რომლებიც მის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლება.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თავისი მნიშვნელობით აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კამპანია დასრულდა. მართლაც უპრეცედენტო ერთობა და უპრეცედენტო აქტივობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ თითქმის მთელი საქართველო გააერთიანა. ასი ათასობით ხელმოწერა შეგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან მისი მხარდამჭერების უდიდესი არმია დგას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუებიან. ჩვენ ვიცით და ყველა ვთანხმდებით, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. მან ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა დაასრულოს ქვეყანაში უპერსპექტივობა, უიმედობა, სიღარიბე, სიღატაკე, მასობრივი ემიგრაცია, ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უპირობოდ თავისუფალი.

სალომე ზურაბიშვილმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, რას ირჩევს ის - ევროპული დემოკრატიის თუ რუსულ გზას. დიახ, მასზე არის დამოკიდებული, დამახინჯდება თუ არა ჩვენი ქვეყნის ისტორია. ის ვალდებულია, გაითვალისწინოს იმ ქვეყნის ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტიც თავად არის. ამ დღეების განმავლობაში თქვენ ხედავდით უპრეცედენტო აქტივობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები ქარში, წვიმაში, სიცივეში იდგნენ რიგებში, რომ მოსულიყვნენ და ხელი მოეწერათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ასე აქტიურობდნენ. მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, რადგან მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაც“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია