„თანა by ბომონდი“ - ახალი ნიშური გამოცემა, რომელიც მოდისა და კულტურის სფეროში ყველაზე აქტუალურ თემებს გააერთიანებს, მიმდინარე წლის აპრილში გამოვა

2024 წლის აპრილში მკითხველს „ბომონდის“ გუნდისგან სიახლე ელოდება - ჟურნალი განახლებული კონცეფციით ბრუნდება და აქტუალურ და საინტერესო თემებს გააერთიანებს.

ახალი ნიშური გამოცემის სახელიც განსხვავებული და მისი კონცეფციის შესაბამისი იქნება - „თანა by ბომონდი“. ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონის თანახმად, „თანა“ ნიშნავს მრჩეველს და ჟურნალიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მოდის, კულტურის, თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოგზაურობის შესახებ.

ის მოიცავს საავტორო სტატიებს მსოფლიოს უდიდესი მოდის სახლების, ამავე სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, დიზაინერების სიმბოლური ნამუშევრების, სილამაზისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პიროვნებების, სამოგზაურო მიმართულებების, კულინარიის სფეროში არსებული ტენდენციებისა და სხვა საკითხების გარშემო. ამასთან, მკითხველს საშუალება ექნება, შთამბეჭდავი ფოტონამუშევრების მეშვეობით სულ სხვა თვალით დაინახოს თბილისი. როგორც აღნიშნული, ისე სხვა ფოტორეპორტაჟები მკითხველს სხვადასხვა სფეროს შესახებ სრულიად განსხვავებული კუთხით მოუთხრობს.

როგორც „თანა by ბომონდის“ მთავარი რედაქტორი, თეა აგლაძე განმარტავს, მკითხველს ელოდება ახალი გამოცემა, რომელიც ერთდროულად მის შთაგონებასა და განტვირთვაზე იზრუნებს:

„ვფიქრობ, ბეჭდური გამოცემის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ამ საქმის კეთება დიდი გამოწვევაა. სამყარო შეცვლილია და სხვა პრიორიტეტები და თემებია უფრო აქტუალური. ციფრულ სივრცეში გაბნეული უამრავი ინფორმაციის მიუხედავად ადამიანს სჭირდება გადაფურცლოს გამოცემა და მისი თაროზე შენახვა გადაწყვიტოს. შემდეგ კი შთაგონებისთვის, საჭირო ინფორმაციისთვის და უბრალოდ კარგი ტექსტის წასაკითხად დაუბრუნდეს. ვფიქრობ მე და ჩემმა შესანიშნავმა, განახლებულმა გუნდმა დიდი სამუშაო გავწიეთ, შეგვეგროვებინა და თქვენამდე მოგვეტანა ექსპერტული და საავტორო რჩევები. გვიხარია რომ მალე ჩვენი „თანა-მონაწილეობით“ რაღაც ახლის გაგებაში და უკვე გაგებულის ჩვენებურ ინტერპრეტაციებში გამოგზაურებთ“, - აღნიშნა თეა აგლაძე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის