სოზარ სუბარი ლგბტ თემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - საკონსტიტუციო სტატუსი გვჭირდება, რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, თორემ სხვა კანონების დონეზე ეს ცვლილებები ქმედითი იქნება

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ეს ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება იმისთვის, რომ განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას ასეთივე რიტორიკა ჰქონდა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთიანობაა, თუმცა დღეს ამბობენ, რომ “ეს კარგი იყო”.

“თავის დროზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთიანობაა, ასეთივე რიტორიკა ჰქონდა ოპოზიციას. ამბობდნენ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს და დისკრიმინაციულია, ჰომოფობიურია, თუმცა დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ გვაკრიტიკებდა, ამბობს, რომ ეს კარგი იყო, თუმცა საკმარისია და გავჩერდეთ, სადაც არის. ასე იქნება ამ კანონთან დაკავშირებითაც მომავალში.

რაც შეეხება იმას, რატომ საკონსტიტუციო სტატუსი - საკონსტიტუციო საჭიროა, რომ ეს სტატუსი განისაზღვროს უმაღლეს დონეზე, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა დაშვებული, თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს, ამ კანონს შეეხოს. გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, მივიღებთ ცვლილებებს სხვა უამრავ კანონში, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება და მას 113 ხმა არ სჭირდება. ეს რეალურად გამოიწვევს იმას, რომ ცვლილებები რაზეც ვსაუბრობთ, ქმედითი იქნება, თუმცა მის მაღალ სტატუსში ასაწევად, დაგვჭირდება 113 ხმა. თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს და დებატებში მონაწილეობას მიიღებს, ამ მოწვევის პარლამენტში განხორციელდება, თუ ეს არ მოხდება, მაშინ შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ეს ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და რომ მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს”,- განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

“მუხლი 1. 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს; 2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ; 3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; 4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს; 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ