EU-სგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის

ევროკავშირისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პროექტს იწყებს. პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ფარგლებში სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება. მასში 320 მენტორი ჩაერთვება.

მენტორობის სესიები ხუთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოდულში გაიმართება. ესენია: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.

ევროკავშირის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალების გაძლიერება და განვითარება ტექნოლოგიურ სექტორში. პროექტი გულისხმობს ინტენსიური მენტორობის პროგრამების განხორციელებას, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობას, რათა შექმნან მეტი შესაძლებლობები ქალებისთვის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.

პროექტი განხორციელდება წამყვანი ლიეტუვური ქალთა გაძლიერების ორგანიზაციის Women Go Tech მხარდაჭერითა და ჩართულობით.

პროექტის ბენეფიციარების შერჩევა ახლო მომავალში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მათი ერთი მესამედი დედაქალაქის გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის