თემურ ცამციშვილი - ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააკაშვილის თავისუფლება, რადგან მისი და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თავისუფლება, რადგან მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივით, ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ კი ფიქციად აქცია, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.

მისივე განცხადებით, სიმბოლურია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკრება ქუთაისის პარლამენტთან.

„ნამდვილად სიმბოლურია დღეს აქ შეკრება, როგორც სიმბოლური იყო წალენჯიხაში, ზუგდიდში, გორში, თბილისში. ყველგან სიმბოლური იქნება მსგავსი შეკრება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ყველას ძალიან კარგად გვესმის, განსაკუთრებით ქუთაისელებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის. თქვენ ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის შენობას, ხედავთ დანგრეულ მთავრობის სახლს და მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომ ქუთაისი ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია ფიქციად. მაგალითად, ჩემს მარცხნივ 2016 წელს უნდა აშენებულიყო ოცნების ქალაქი და როგორც ხედავთ არაფერი არ აშენებულა“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის