ნინო ენუქიძე - ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ქალთა გაძლიერების ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის ევროკავშირისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებით განხორციელდება პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, რომლის ფარგლებშიც სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ამ დრომდე ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულა.

„ქალთა მენტორობა ტექ პროექტებში“ - ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ დრომდე, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული საგანმანათლებლო კომპონენტების შეთავაზებას 1100 ქალისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბენეფიციარები ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში შეირჩევიან და პროექტში მონაწილეობის შეეძლება ნებისმიერ ქალს, ვისაც ამისი სურვილი ექნება. მათ 5 სასწავლო მოდულს შევთავაზებთ. სწავლების და საგანმანათლებლო კომპონენტის პარალელურად კი, ჩვენ ვიმუშავებთ სხვადასხვა უნარის განვითარებაზე, მაგალითად, როგორიცაა: სამეწარმეო უნარები, კარიერული განვითარების უნარები და სხვა. საბოლოოდ ეს ყველაფერი დაეხმარება ქალებს, რომ ინტეგრირებული იყვნენ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში და მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის, მისი ეკონომიკის განვითარებაში. ტექნოლოგიების როლს ეკონომიკის განვითარებაში კი უახლესი სტატისტიკაც ცხადყოფს. გეტყვით, რომ 2023 წელს საქართველოში IT სერვისების სფეროში მიღებულმა შემოსავალმა 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ციფრი 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს, რაც კარგად ცხადყოფს, რამდენად მზარდია ეს სფერო საქართველოში. დასაქმებულთა რაოდენობა კი გაოთხმაგდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, 2022-2023 წლებში გაორმაგდა საშუალო ხელფასი და ამ ციფრმა 7000 ლარს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა საქართველოში. სწორედ ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ადამიანებისთვის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, პირველ რიგში კი მათთვის, ვისაც გარკვეული ბარიერების გადალახვა უწევს. რეალურად კი ეს ბარიერები სტერეოტიპებია, რომელიც ისეთი მასშტაბური ინიციატივით გვინდა გადავლახოთ, როგორაც ევროკავშირის დახმარებით განვახორციელებთ,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას. ის განხორციელდება წამყვანი ლიეტუვური ქალთა გაძლიერების ორგანიზაციის Women Go Tech მხარდაჭერითა და ჩართულობით.

პროექტის ბენეფიციარების შერჩევა ახლო მომავალში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მათი ერთი მესამედი დედაქალაქის გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.

„ქალთა მენტორობა ტექ პროექტებში“ სამ ნაკადად განხორციელდება და ის 2027 წელს დასრულდება.

(R)

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა