პაველ ჰერჩინსკი - მადლობა BTU-ს იმ ინიციატივისა და შრომისთვის, რასაც ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის დებს

ევროკავშირმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის 1 მილიონი ევროს დაფინანსება გადასცა. თანხა მოხმარდება ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც ამ დრომდე განხორციელებულა. პროექტის „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“ ფარგლებში სამ ნაკადად 1100 ბენეფიციარი გადამზადდება. მასში 320 მენტორი ჩაერთვება.

როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ტექნოლოგიებში გენდერული დისბალანსი საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დიდი გამოწვევაა. მისი მოგვარება კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2022 წელს ევროკავშირის მასშტაბით, IT სფეროში დასაქმებული ადამიანების 81% კაცია. რაც შეეხება ანაზღაურებას, ქალები იღებენ 20%-ით ნაკლებ ხელფასს, ვიდრე მამაკაცები. ვითარება მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საქართველოში. სწორედ ამიტომ მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ პროექტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ტექნოლოგიებში. საქართველოში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და გენდერული დისბალანსის მოგვრება ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია. სიმბოლურია, რომ ამ პროექტს მარტში, ქალებისადმი მიძღვნილ თვეში ვიწყებთ. ეკონომიკის გაძლიერება და მიზნის მიღევა ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. პროექტები, როგორსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ, საკვანძო როლს ასრულებენ ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ განათლების მისაწოდებლად, არამედ მათთვის სხვადასხვა უანრის გამოსამუშავებლად. მოხარული ვარ, რომ საქართველო ცდილობს თავი დაიმკვირდოს, როგორც ტექნოლოგიურმა ჰაბმა. ვიმედოვნებ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება არაერთი წარმატებული ისტორია, რომლებიც გახდება მოტოვაცია გოგოებისა და ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ სცადიონ თუ არა ბედი ტექნოლოგიებში. სექტორში ძლიერი როლმოდელების დეფიცტი ნეგატიურ გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ჩვენი სურვილი და მიზანი მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს. მადლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ინიციტივისთის, შრომისთვის, რომელიც ამ პროექტისთვის გაწიეს და მას ძალიან წარმატებულ დასაწყისს ვუსურვებ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალების გაძლიერება და განვითარება ტექნოლოგიურ სექტორში. პროექტი გულისხმობს ინტენსიური მენტორობის პროგრამების განხორციელებას, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობას, რათა შექმნან მეტი შესაძლებლობები ქალებისთვის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.

„ქალთა მენტორობა ტექ პროექტებში“ სამ ნაკადად განხორციელდება და ის 2027 წელს დასრუდლება.

(R)

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ