დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს განმარტებების გაკეთება, რა პოზიციაზე დგანან და პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეთანხმებიან კონსტიტუციურ კანონპროექტს

რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება, რა პოზიციაზე დგანან და პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეთანხმებიან ამ კონკრეტულ კონსტიტუციურ კანონპროექტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთი მხრივ ნებისმიერი პირის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს აქტიური, მეორე მხრივ კი ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოზღვავებისგან.

“რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეთანხმებიან ამ კონკრეტულ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რა პოზიციაზე დგანან. ჩვენ როგორც დავპირდით ჩვენს საზოგადოებას - ჩვენი მომავალი თაობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც შეიქმნება, დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებით გაგრძელებული კანონში ყველა ადეკვატური ცვლილებით, იქნება ორი მიმართულებით: ერთი საკითხი არის ამ თემის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პირის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს აქტიური, მეორე მხრივ კი მომავალი თაობა და ოჯახური ღირებულებები უნდა იყოს დაცული იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოზღვავებისგან, რომელიც მძიმე პრობლემად დგას მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

“მუხლი 1. 1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს; 2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ; 3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; 4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს; 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ