საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება.

ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას.

„მზად ვართ, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციული რისკების შეფასებისა და ეფექტიანი მართვის მექანიზმების განვითარებასა და დანერგვის საქმეში. შესაბამისად, ვაპირებთ, კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან კორუფციული გარემოს შემდგომი გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულ კავშირშია საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება