არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ესა თუ ის დეპუტატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას მათ ქალაქსა თუ სოფელში, მეორე მხრივ კი პარტიებმა - ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი სიიდან კამპანიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, აღნიშნული საკითხზე საუბარი ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც იყო, უბრალოდ “ქართულმა ოცნებამ” ეს ფურცელზე გადაიტანა.

“საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც კანონმდებლობაში ჩავწერეთ. აქედან არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება, ამიტომ აქ უნდა დავსვათ წერტილი. რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, მინდა მათ შევახსენო, რომ როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით, ოპოზიციის ყველა პარტია საუბრობდა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას აუცილებელი იქნება საკითხის გათვალისწინება, რომ პარტიებმა თავისი ლიდერები, რომლებიც ეყოლებათ შეყვანილი პროპორციულ სიაში, საქართველოს მასშტაბით გაანაწილონ და ჩართონ საარჩევნო კამპანიაში ისე, რომ ადგილზე მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას და პარტიებმაც იცოდნენ, ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კამპანიის ხელმძღვანელი მათი სიიდან. შესაბამისად, რაზეც ისედაც იყო საუბარი და რასაც ისედაც აპირებდა უკლებლივ ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ვინც სიის სრულად შევსებას და წარდგენას აპირებს, ეს ყველაფერი “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ გადავიტანეთ ფურცელზე. არ გვინდა, რომ საზოგადოება ვინმემ დააბნიოს და გვსურს, რომ რაც საარჩევნო კამპანიაში მოხდება, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს. ასევე, გავიხსენებ საკონსტიტუციო განხილვებს, როდესაც მოქალაქეების უდიდესი ნაწილი რეგიონებში გვეუბნებოდა, რომ მათ აინტერესებთ, ვინ იქნებოდა ადამიანი, ვინც საქმის კურსში იქნება და ვისაც მომავალში ეცოდინება მათი რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის პრობლემები, რათა ყველა ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებები იყოს ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში.

ამაზეა საუბარი და სწორედ ეს - საზოგადოების სურვილი და პარტიების გეგმა კამპანიის ჩატარების შესახებ გადავიტანეთ ფურცელზე.

მოვუწოდებ ყველას, ამაზე ნუ დაგეგმავენ სპეკულაციებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო კრიტიკა. ვინაიდან მათაც დასჭირდებათ, რომ საკუთარი კამპანია ასე დაგეგმონ. ვინც განაგრძობს ამ უსაფუძვლო კრიტიკას, უკვე ზაფხულში და და შემოდგომაზე, როდესაც კამპანია დაიწყება, შევახსენებთ სიტყვებს, რომელსაც დღეს ამბობენ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო