„ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი - ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს

ვუერთდებით დღევანდელ კოლონას, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს - ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „პირადი ტყვე“.

„მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლებმა შიდა ქართლიდან ათასობით ხელმოწერა შევაგროვეთ ერთადერთი მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, რომელიც არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. დღევანდელ კოლონას ვუერთდებით, წალენჯიხიდან დაძრულ ჩვენს თანამებრძოლებს, ასობით ათასობით ხელმოწერა მიგვაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლოს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს