გივი მიქანაძე - საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივა გამოწვეულია იმით, რომ ხშირად ნახევარი ან 1%-ის გამო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გვჭირდება, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული

“ქართულ ოცნებას“ არათუ რეიტინგის პრობლემა აქვს, კონსტიტუციური უმრავლესობის აღების რეალური ამბიცია გაგვაჩნია! - საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივა კი გამოწვეულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი პროცენტის გამო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გვჭირდება, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, - ასე ხსნის საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე.

რაც შეეხება პროექტის ფარგლებში წარდგენილ კიდევ ერთ სიახლეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს, მიქანაძის განმარტებით, აღნიშნული სიახლე მოსახლეობის მხრიდან წამოსულ მოთხოვნას ეფუძნება, რადგან აქვთ კითხვა, თუ ვინ იქნება კონკრეტული დეპუტატი, ვისაც მათთან წვდომა ექნება.

მიქანაძის თქმით, იმაზე საუბარი, რომ აღნიშნული ინიციატივით მაჟორიტარული სისტემა ბრუნდება, სპეკულაციაა.

“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოსახლეობას საკუთარ პრობლემასთან დაკავშირებით ყოველთვის ჰქონდა ბმა კონკრეტულ დეპუტატთან. იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმებულია და 150 დეპუტატი პროპორციული წესით იქნება არჩეული, მიუხედავად იმისა, რომ 150-ვე დეპუტატი მთელს მოსახლეობას წარმოადგენს, მოსახლეობას აქვს კითხვები, კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს მათი ინტერესების წარმომადგენელი პარლამენტში.

ამ კონტექსტში კარგი იქნება თითოეულმა პარტიამ კონკრეტული დეპუტატობის კანდიდატები განსაზღვროს, რომელთა წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობას ეცოდინება, რომ მათთან შეიძლება წვდომა ჰქონდეს, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ მათ შეიძლება 150-დან ნებისმიერ დეპუტატთან ჰქონდეთ წვდომა“, - განაცხადა მიქანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტში ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი, შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის