ანრი ოხანაშვილი - ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება

ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისიე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს.

„ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა. შესაბამისად, ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. პარტიის ცნობით, მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება. "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცემს ხელმოწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს