შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა,“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით არ წარიმართება და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება.

“გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან და ამ მხრივ სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს. სამწუხაროდ, დიდი გამოცდილება არც არის - არის ან მაჟორიტარული სისტემა ან არა.

კვლევის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღონ და მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ. ეს არის სწორი და მარტივი გზა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება მათი სახელით მოქმედებდეს ამ პარტიების ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტიებს შესაძლოა მიეცეთ უფლება, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ.

ასეთია ინიციატივა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

ამავე პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება