ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, რაც არის ორ ქვეყანას შორის ძლიერი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო, რომელიც ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი საელჩო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და სომხეთს შორის ძლიერ და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

„შენობა არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, ახლად შეძენილი და რეაბილიტირებული. მოხარულები ვართ, რომ ძალიან კარგ შენობაში იქნება საქართველოს დიპლომატიური მისია, სადაც იმუშავებენ ქართველი დიპლომატები. ესეც არის ერთ-ერთი გზავნილი ორ ქვეყანას შორის ძლიერი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის",- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს