ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს თაღლითობის საქმეზე ჯარიმა 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 454 მილიონი დოლარიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 175 მილიონი დოლარის მოსაძიებლად და გადასახდელად 10 დღე მისცა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს ბრძანებას შეასრულებს.

„მე არაფერი დამიშავებია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპის პირველი სისხლის სამართლის პროცესი ნიუ-იორკში 15 აპრილს დაიწყება.

საქმე დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130,000 დოლარის გადახდას ეხება. პროკურორები თვლიან, რომ ეს თანხა რეალურად დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ისახავდა მიზნად.

შეგახსენებთ, თებერვალში, ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ე.წ. უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს