ენტონი ბლინკენი იოავ გალანტს - რაჰაფში სახმელეთო შეტევის განხორციელების ალტერნატივები არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივები, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაიცავს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, - ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

იოავ გალანტი ვაშინგტონში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვაშინგტონში გაგზავნაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება